მალე საქართველოში

Choose city:
{{ $selected.name }} {{ $choice.name }}
{{ $selected.name }} {{ $choice.name }}
ჩვენება

საუკეთესო საზღვაო კურორტები საქართველოში

კვარიათი
გონიო
სარფი

პოპულარული მიმართულებები

თბილისი
ბათუმი
მესტია

ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილები

ბათუმი
თელავი
სიღნაღი

ტურების დაჯავშნა საუკეთესო ფასად

სტატიები

თბილისი - სტუმართმოყვარე ქვეყნის თბილი დედაქალაქი
თითქმის შეუძლებელია ესტუმროთ თბილისს და არ დაიკავოს მან თქვენს გულში ადგილი. ამ ქალაქის განსაკუთრებული ხიბლი იზიდავს და აჯადოებს ნებისმიერ მნახველს. შეიძინეთ ყველაზე დიდი მეხსიერების ბარათი, დაივიწყეთ დიეტა, დააგემოვნეთ საუკეთესო ღვინოები და მოემზადეთ დიდი გასეირნებისთვის - თბილისი ამად ნამდვილად ღირს! 20 July 2018   დაწვრილებით
უშგული - ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი
უშგული განსხვავდება დანარჩენი სამყაროსგან, ის დარჩა ისეთი როგორიც იყო, სწორედ ამაშია მისი მთავარი ხიბლი. სწორედ ბუნებრივი იზოლაციის წყალობით შეძლეს სვანებმა დღემდე შემოენახათ საკუთარი ტრადიციები, ენა და სულისკვეთება. აქ ძნელია იპოვნოთ დახვეწილი ტურისტული მარშრუტები, მაგრამ მრავლად აღმოაჩენთ შუა საუკუნეების არქიტექტურას. შესაძლოა აქ ვერ დააგემოვნოთ მრავალი სახეობის ღვინო ან პოპულარული ქართული კერძები, რადგან სვანური სამზარეულო ძირითადად იმ ინგრედიენტებისგან შედგება, რაც ადგილზე მოიპოვება, სამაგიეროდ აქ გაგიმასპინძლდებიან კუბდარით, ჭვიშტარით, ლეცვმარით, ქნაშით და სხვა სვანური კერძებით. 7 July 2018   დაწვრილებით
თელავი - ისტორიული ქალაქი ღვინის არომატით
მყუდრო და პატარა ქალაქი თელავი დღესდღეობით კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს, თუმცა, იყო დრო როდესაც მას ქართველი მეფეები სატახტო ქალაქად იყენებდნენ, ხოლო კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში იგი ერთ-ერთ საკვანძო ქალაქად ითვლებოდა აბრეშუმის გზაზე, სადაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ქარავნები ჩერდებოდნენ. თელავის ისტორიული მნიშვნელობა არ შენელებულა არც XVIII – XIX საუკუნეებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი სწორედ ამ ქლაქში წყდებოდა. 4 July 2018   დაწვრილებით
სტეფანწმინდა - მაღალმთიანი სამოთხე დედამიწაზე
დაბა სტეფანწმინდა მწვერვალ მყინვარწვერის ძირში, მდინარე თერგის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ყველა მხრიდან ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად ითვლება და იზიდავს როგორც ქართველ ისე უცხოელ მოგზაურებს. აქ შეხვდებით ყველა ასაკის და ეროვნების დამსვენებლებს, მოლაშქრეებს, მთამსვლელებს, ისევე როგორც კულუტურული ტურების მონაწილეთ. სტეფანწმინდის ასეთ პოპულარობას დედაქალაქთან სიახლოვეც უწყობს ხელს. 1 July 2018   დაწვრილებით
სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი ალაზნის ველის ხედით
არსებობს განსაკუთრებული ადგილები, რომლებსაც თქვენ მეორე ნახევართან ერთად უნდა ესტუმროთ. საქართველოში ასეთ ადგილად სწორედ სიღნაღი ითვლება. მოკირწყლული ქუჩები, წითელი კრამიტით გადახურული სახლები, ულამაზესი ხედი ალაზნის ველზე და ერთი ჭიქა წითელი ღვინო წელიწადის ნებისმერ დროს შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას და რომანტიულ ატმოსფეროს! 27 June 2018   დაწვრილებით
ყველა სტატია
Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
თბილისი - თბილისი - 545
7 დღე
თბილისი - თბილისი - 220
4 დღე
თბილისი - თბილისი - 570
8 დღე
თბილისი - თბილისი - 350
7 დღე