თელავი - ისტორიული ქალაქი ღვინის არომატით

Telavi: in the homeland of the legendary Georgian wine 4 July 2018

მყუდრო და პატარა ქალაქი თელავი დღესდღეობით კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს, თუმცა, იყო დრო როდესაც მას ქართველი მეფეები სატახტო ქალაქად იყენებდნენ, ხოლო კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში იგი ერთ-ერთ საკვანძო ქალაქად ითვლებოდა აბრეშუმის გზაზე, სადაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ქარავნები ჩერდებოდნენ. თელავის ისტორიული მნიშვნელობა არ შენელებულა არც XVIII – XIX საუკუნეებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი სწორედ ამ ქლაქში წყდებოდა.

70-იანი წლების ბოლოს რეჟისორმა გიორგი დანელიამ თელავში გადაიღო ყველასათვის საყვარელი და მაღალი რეიტინგის მქონე ფილმი „მიმინო“.

რა აკეთოთ თელავში?

პასუხი მარტივია - დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო! თელავის რაიონი განთქმულია ვენახებით და ღვინის მრავალფეროვნებით. მუკუზანი, საფერავი, ახაშენი, ქინძმარაული, წინანდალი, ტიბაანი - ეს არ არის სრული სიაა იმ ღვინოებისა, რომლის დაგემოვნებაც თელავში შეგიძლიათ. კლასიკური თუ ტრადიციული - არჩევანი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ!

ღვინის ქარხნებისა და მარნების უმეტესობა სწორედ თელავისა და გურჯაანის რაიონში მდებარეობს. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები განაპირობებს უმაღლესი ხარისხის ყურძნის მოსავლის მიღებას და საუკეთესო ღვინის წარმოებას!

სწორედ თელავში მოგიყვებიან ყველაზე მეტს ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდზე, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული.

Georgian folk singers at Georgian feast

რას ესტუმროთ თელავში და მის შემოგარენში?

  • ბატონის ციხე - დღემდე შემონახული ერთადერთი სამეფო სასახლე საქართველოში. იგი არა მხოლოდ მეფეთა საცხოვრებელი ანსამბლი იყო, არამედ დიდი სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა და შემოსევების დროს მოსახლეობისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა. სასახლის წინ აღმართულია ერეკლე II - ის, იგივე პატარა კახის ძეგლი. სასახლის ტერიტორიიდან იშლება ულამაზესი ალაზნის ველის ხედი;
  • იყალთოს მონასტერი და აკადემია - უმაღლესი სწავლა-განათლების ცენტრი, სადაც ქართველებს ჯერ კიდევ XI-XII საუკუნეებში შეეძლოთ დაუფლებოდნენ სხვადასხვა პროფესიებს. პირველი მონასტერი იყალთოს ტერიტორიაზე VI საუკუნით თარიღდება და დაარსებულია წმინდა ასურელა მამა ზენონის მიერ. დღეისათვის ამ ტერიტორიაზე სამი სხვადასხვა ეკლესიაა შემორჩენილი.
  • წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ცნობილი ალექსანდრე ჭავჭავაძის საზაფხულო რეზიდენციით, ულამაზესი დეკორატიული ბაღით და მე-19 საუკუნის ისტორიული ღვინის მარნით.
epl315_8253892

წინანდლის მამული არის ადგილი სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. ალექსანდრე ჭავჭავაძე ერთის მხრივ აგრძელებდა მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციას, მეორეს მხრივ კი სწორედ მან დანერგა თანამედროვე მიდგომა და წარმოების ევროპული სტადარტები. შედეგად მან მიიღო თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“, რომელიც დღემდე იწარმოება წინანდლის ღვინის ქარხანაში.

  • გრემის სამონასტრო კომპლექსი - გრემის, როგორც სამეფო ქალაქის ცხოვრება XV საუკუნიდან იწყება და XVII საუკუნეში შაჰ-აბასის ლაშქრობებს ეწირება. აქ გადიოდა საქარავნო და სავაჭრო გზები, ეწეოდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობას. სხვა ისტორიულ ნაგებობებთან ერთად აღსანიშნავია გრემის მთავარანგელოზის ეკლესია და სამეფო ციტადელი.
  • ალავერდის საკათედრო ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში და სიდიდით მეორე ქრისტიანული ტაძარი ამიერკავკასიაში, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ. ალავერდის ტაძარი ქართველ მეფეთა და წმინდანთა განსასვენებელს წარმოადგენს.
2013-09 Gremi (2) Alaverdi Monastery

კახეთში სტუმრობა, მისი მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის წყალობით, წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარია, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი რა თქმა უნდა შემოდგომაა. რთველი უძველესი დროიდან დღემდე ერთგვარ დღესასწაულად მიიჩნევა და მისთვის მზადება ბევრად ადრე იწყება ვიდრე ყურძნის კრეფის პროცესი. ამ ტრადიციაში ჩართულია ოჯახის ყველა თაობა, ისევე როგორც ნათესავები და მეგობრები.

კახეთის რეგიონი მდიდარია ტურისტული ობიექტებით, რეზორტებითა და უმაღლესი კატეგორიის სასტუმროებით, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც უცხოელ, ისე ქართველ დამსვენებლებში.

epl315_8253907

Bottle of red wine, grapes and wooden barrel by Mamuka Gotsiridze on 500px.com

The largest kvevri in the world

Autumnal landscape of Kakheti region by Anna Bogush on 500px.com

Georgian wine area Kakheti by Anna Bogush on 500px.com

Autumnal landscape of Kakheti region by Anna Bogush on 500px.com


Back to the list

Davit agmashenebeli Lane, 3300 Mtskheta, Georgia
14 Merab Kostava Street, Vera, 0108 Tbilisi City, Georgia
V. Gorgasali Street 1, Stepantsminda , 4700 Kazbegi, Georgia
Tamar mepe 55, 4200 Sighnaghi, Georgia
თბილისი - თბილისი - 570
8 დღე
თბილისი - თბილისი - 545
7 დღე
თბილისი - თბილისი - 350
7 დღე
თბილისი - თბილისი - 220
4 დღე